მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილებაზე შეზღუდვა 26 აპრილის ჩათვლით გახანგრძლივდა

17:10, 21.04.2020

მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილებაზე შეზღუდვა 26 აპრილის ჩათვლით გახანგრძლივდა.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ავტომობილებით გადაადგილება 17 აპრილის 12:00 საათიდან 21 აპრილის ჩათვლით იყო აკრძალული.

ამასთან, საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისის ჩათვლით გახანგრძლივდება.

მსგავსი