საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისის ჩათვლით გახანგრძლივდება
საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისის ჩათვლით გახანგრძლივდება

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისის ჩათვლით გახანგრძლივდება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

კორონავიურსის პანდემიის გამო, საგანგებო მდგომარეობა საქართველოში მიმდინარე წლის 21 მარტს ერთი თვის ვადით, 21 აპრილამდე გამოცხადდა, თუმცა 14 აპრილს ცნობილი გახდა, რომ მთავრობა პრეზიდენტს საგანგებო მდგომარეობის 10 მაისამდე გახანგრძლივების თაობაზე მიმართავდა.

თუმცა, მთავრობამ დღეს გადაწყვეტილება მიიღო, რომ საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდე გაგრძელდეს.