მსოფლიოში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 612 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა
გასული დღე-ღამის განმავლობაში, მსოფლიოში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 612 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს.
ორგანიზაციის ცნობით, მსოფლიოში პანდემიის დაწყების შემდეგ კორონავირუსის 125.7 მილიონზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული.
ბოლო ერთ დღეში მსოფლიოში „კოვიდ-19“-ს 10 590 ადამიანი ემსხვერპლა, გარდაცვლილების საერთო რაოდენობა კი, 2 759 432-ს აღწევს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გასული დღე-ღამის განმავლობაში აღრიცხული ახალი შემთხვევების 41 პროცენტზე მეტი ევროპის რეგიონზე მოდის, მეორე ადგილზე ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკა არიან, მესამეზე კი, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია.