მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 11 მილიონს გადააჭარბა
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 11 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 11 მილიონს გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. ვირუსის შედეგად შვიდ თვეში ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

როგორც „როიტერი“ წერს, კორონავირუსით დაავადებულა რაოდენობა ყოველწლიურად გრიპით ინფიცირებულთა რიცხვზე ორჯერ მეტია.

ყველაზე მეტად დაზარალებულ ქვეყნებს შორის არის აშშ-ი, სადაც ბოლო 24 საათში ვირუსის 55 ათასი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის გამო, შტატების გუბერნატორების ნაწილმა შეზღუდვების გაუქმება დროებით გადადო. აშშ-ში პანდემიას 129 000-ზე მეტი ადმიანი ემსხვერპლა.

ინფიცირებულთა რიცხვით მეორე ადგილზე ბრაზილია, სადაც ვირუსი 1,5 მილიონ მოქალაქეს დაუდასტურდა. აზიაში ვირუსის გავრცელების ეპიცენტრად ინდოეთი ითვლება. ქვეყანაში უკვე აღრიცხეს ვირუსის 625 000 შემთხვევა.

ახალი კორონავირუსით პირველი პაციენტი 2020 წლის 10 იანვარს ჩინეთის ქალაქ უხანში გარდაიცვალა.