საფრანგეთში საპროტესტო გამოსვლები გრძელდება – „მოამბე“ პარიზიდან
საფრანგეთში საპროტესტო გამოსვლები გრძელდება. დღეს დილიდან პარიზსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში მოსწავლეები და სტუდენტები სასწავლო დაწესებულებების ბლოკირებას ცდილობენ. რამდენიმე ლიცეუმთან პოლიცია და ჟანდარმერიაა მობილიზებული. სტუდენტურმა ორგანიზაციებმა დღევანდელი დღე უნივერსიტეტებში ფართომასშტაბიანი პროტესტის დღედ გამოაცხადეს. პარალელურად, იუსტიციის სამინისტრო ახალ სტატისტიკას აქვეყნებს. 17 ოქტომბრიდან პოლიციის განყოფილებებში 5000-მდე ადამიანი გადაიყვანეს, 329 კი პატიმრობაში მოათავსეს.
რა ვითარებაა ამ დროისთვის საფრანგეთის დედაქალაქში და როგორ ვითარდება საპროტესტო მოძრაობა? – „მოამბის“ კორესპონდენტი ლევან ახალაია და ოპერატორი ვახტანგ ლეკიაშვილი პარიზიდან.