მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 6,5 მილიონს გადააჭარბა
მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 6,5 მილიონს გადააჭარბა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიო მასშტაბით ახალი კორონავირუსი უკვე 6,5 მილიონზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. ფატალური შემთხვევების რიცხვი კი 386,000-ს აღწევს.

ინფიცირების შემთხვევების მიხედვით პირველ ადგილზე ამერიკის შეერთებული შტატები, სადაც ახალი კორონავირუსი 1,851,520 პაციენტს დაუდგინდა, მათ შორის 107,000-ზე მეტი გარდაიცვალა.

მეორე ადგილზეა ბრაზილია, სადაც „კოვიდ-19“-ის 584,016 შემთხვევაა დაფიქსირებული, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვი 32,548-ს აღწევს.

ევროპის მასშტაბით ინფიცირებულების რაოდენობით ლიდერობს დიდი ბრიტანეთი, სადაც „კოვიდ-19“-ის 281,270 შემთხვევაა გამოვლენილი, ხოლო საავადმყოფოებში გარდაცვლილთა რიცხვი 40,000-ს უახლოვდება.