მსოფლიოში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 740 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა
მსოფლიოში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 740 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციის 740 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს.

გაერო-ს ორგანიზაციის მონაცემებით, ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ს მსოფლიოში 12 502 ადამიანი ემსხვერპლა. პანდემიის დაწყების შემდეგ, მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდენობა 83.3 მილიონს გადასცდა, კორონავირუსული ინფექციის შედეგად 1 831 412 ადამიანი გარდაიცვალა.

ბოლო ერთ დღეში გამოვლენილი ახალი შემთხვევების 64 პროცენტზე მეტი ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაზე მოდის, მეორე ადგილზე ევროპის რეგიონია, მესამეზე კი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია.

ინფიცირებისა და მსხვერპლის რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილზე ამერიკის შეერთებული შტატებია, სადაც „კოვიდ-19“ დღემდე 20 მილიონზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, 350 000-ზე მეტი კი გარდაიცვალა.