მსოფლიოში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 660 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა
მსოფლიოში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 660 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციის 660 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს.

გაერო-ს ორგანიზაციის ცნობით, პანდემიის დაწყების შემდეგ მსოფლიოში „კოვიდ-19“ უკვე 89.04 მილიონ ადამიანს დაუდასტურდა.

ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსულ ინფექციას 11 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი 1.93 მილიონს აჭარბებს.

კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების 57 პროცენტზე მეტი ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაზე მოდის. მეორე ადგილზე ევროპის რეგიონია, მესამეზე კი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია.

ინფიცირებისა და მსხვერპლის რაოდენობით პირველ ადგილზე აშშ-ია, სადაც „კოვიდ-19“-ის 22 მილიონზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, 375 000-ზე მეტი ადამიანი კი ვირუსის შედეგად არის გარდაცვლილი.