მსოფლიოში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 565 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა
მსოფლიოში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 565 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 565 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს.

გაერო-ს ორგანიზაციის ცნობით, პანდემიის დაწყების შემდეგ მსოფლიოში „კოვიდ-19“-ით 126.35 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა. ბოლო ერთ დღეში მსოფლიოში კორონავირუსული ინფექციით გამოწვეულ დაავადებას 9 997 ადამიანი ემსხვერპლა, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი 2 769 473-ს აღწევს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გასული დღე-ღამის განმავლობაში აღნიშნული ახალი შემთხვევების 39 პროცენტზე მეტი ევროპის რეგიონზე მოდის, მეორე ადგილზე ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაა, მესამეზე კი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია.