მსოფლიოში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 432 000-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა
მსოფლიოში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 432 000-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“ 432 000-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს.

პანდემიის დაწყების შემდეგ, მსოფლიოში კორონავირუსული ინფექციის 105 394 301 შემთხვევა გამოვლინდა.

ბოლო 24 საათში მსოფლიოში „კოვიდ-19“-ს 11 752 ადამიანი ემსხვერპლა, პანდემიის დაწყების შემდეგ კი გარდაცვლილთა რაოდენობა 2.3 მილიონს აჭარბებს.

მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების 55 პროცენტზე მეტი ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაზე მოდის. მეორე ადგილზე ევროპის რეგიონია, მესამეზე კი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია.

მსოფლიოში ინფიცირებისა და მსხვერპლის რაოდენობით პირველ ადგილზე აშშ-ია, სადაც „კოვიდ-19“ დღემდე 26 მილიონზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, 460 000-ზე მეტი კი გარდაიცვალა.