მსოფლიოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის რეკორდული, 308 000-მდე შემთხვევა გამოვლინდა

01:24, 14.09.2020

გასული დღე-ღამის განმავლობაში მსოფლიოში „კოვიდ-19“-ით 308 000-მდე ადამიანი დაინფიცირდა, რაც, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, რეკორდული მაჩვენებელია. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.

დღეისათვის „კოვიდ-19“-ის დიაგნოზი სულ 28 638 000-მდე ადამიანს აქვს დადგენილი. მათგან 917 417 ვირუსს ემსხვერპლა.

შემთხვევათა დიდი ნაწილი, დაახლოებით 15 მილიონამდე ინფიცირებული ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაზე მოდის. შვიდ მილიონამდე ადამიანია ინფიცირებული სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში, ევროპაში კი ინფიცირებულთა ოდენობა ხუთ მილიონს აღწევს.

მსგავსი