ბრიტანულმა გამოცემა „სანმა“ (The Sun) შეადგინა მოთამაშეების სია, რომლებსაც თავიანთ ქვეყნებში „ახალ მესის“ უწოდებენ. სულ მსოფლიოში 24 ასეთი ფეხბურთელი არსებობს:
1. ინგლისელი მესი – პატრიკ რობერტსი (მანჩესტერ სიტი, იჯარით ჟირონაშია)
2. მინი მესი – ფარნ კირბი (ჩელსის ქალთა გუნდი)
3. შოტლანდიელი მესი – რაიან გოლდი (ჰიბერნიანი)
4. შვეიცარიელი მესი – სერდან შაჩირი (ლივერპული)
5. ეგვიპტელი მესი – მოჰამედ სალაჰი (ლივერპული)
6. კატალონელი მესი – ჟერარ დეულოფეუ (უოტფორდი)
7. გერმანელი მესი – მარკო მარინი (ცრვენა ზვეზდა)
8. ხორვატი მესი – ალენ ჰალილოვიჩი (სტანდარდი)
9. ნორვეგიელი მესი – მარტინ ედეგორი (რეალი, იჯარით ვიტესშია)
10. ირლანდიელი მესი – ალან ჯადჯი (იფსვიჩი)
11. პერუელი მესი – რაულ რუიდიასი (სიეტლ საუნდერსი)
12. კოსოვოელი მესი – ედონ ჟეგროვა (ბაზელი)
13. ინდოელი მესი – ლალიანზუალა შანგტე (დელი დაინამოსი)
14. იაპონელი მესი – ტაკეფუსა კუბო (ტოკიო)
15. ირანელი მესი – სერდარ აზმუნი (ზენიტი)
16. ბერძენი მესი – იოანის ფეტფაციდისი (არისი)
17. თურქი მესი – აბდულქადირ ომიური (ტრაბზონი)
18. ინდონეზიელი მესი – ეგი მაულანა (ლეხია)
19. მექსიკელი მესი – დიეგო ლაინესი (ბეტისი)
20. კორეელი მესი – სეუნ-ვუ ლი (ვერონა)
21. მალაიზიელი მესი – ფაიზ ნასირი (სელანგორი)
22. ნიგერიელი მესი – სტანლი ოკორო (უკლუბოდ)
23. ტაილანდელი მესი – ჩანატჰიპ სონგკრასინი (საპორო)
24. სამხრეთაფრიკელი მესი – ტებოგო ტლოლანე (ჩიპა იუნაიტედი)