მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ბრაზილიელი გაკოტრების პირასაა
მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ბრაზილიელი გაკოტრების პირასაა

„მილანისა“ და ბრაზილიის ნაკრების ყოფილი მცველს კაფუს სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვს. კერძოდ, ყოფილ ფეხბურთელს მრავალმილიონიანი ვალი დაუგროვდა, – წერს ბრაზილიური გაზეთი „ფოლია დე საუნ პაულო“ (Folha de San Paulo).

როგორც აღნიშნავენ, კაფუს სპორტული სააგენტო, რომელსაც „პენტა ინთერნეიშენალ ფუთბოლ ფლეიერ“ (Penta International Football Player) ჰქვია, დიდი ხანია წაგებაზე მუშაობს.

„ეს ჩემი პრობლემაა, რომელიც აუცილებლად უნდა მოვაგვარო. შემიძლია უარი ვთქვა ჩემს საკუთრებაზე, მანქანებზე, სახლზე. მინდა ჩემი ვალები დავფარო“, – განაცხადა კაფუმ.

49 წლის ბრაზილიელი ყატარში მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ელჩი გახლავთ. ის არის ერთადერთი ფეხბურთელი ისტორიაში, ვისაც მსოფლიოს სამი ჩემპიონატის ფინალში უთამაშია. აქედან ორი მან მოიგო – 1994 და 2002 წლებში.