„ფრანს ფუტბოლმა“ ყველა დროის სიმბოლური ნაკრები შეადგინა

07:54, 15.12.2020

ავტორიტეტულმა ფრანგულმა ჟურნალმა „ფრანს ფუტბოლმა“ დაასრულა ყველა დროის სიმბოლური ნაკრების შედგენა.

სპეციალურ ჟიურიში ის 140 ჟურნალისტი შედიოდა, რომლებიც ყოველ წელს ირჩევენ „ოქროს ბურთის“ მფლობელს.

სიმბოლური ნაკრები შეადგინეს 3-4-3 სქემით და მან ასეთი სახე მიიღო:

ლევ იაშინი (სსრკ) – კაფუ (ბრაზილია), ფრანც ბეკენბაუერი (გერმანია), პაოლო მალდინი (იტალია) – დიეგო მარადონა (არგენტინა), ჩავი (ესპანეთი), ლოთარ მათეუსი (გერმანია), პელე (ბრაზილია) – ლიონელ მესი (არგენტინა), რონალდო (ბრაზილია), კრიშტიანო რონალდო (პორტუგალია).

მსგავსი