მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ვიკიპედია გაითიშა ან შეფერხებით მუშაობს
მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ვიკიპედია გაითიშა ან შეფერხებით მუშაობს

ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის ბევრ ქვეყანაში ვიკიპედია გაითიშა. ონლაინ-ენციკლოპედიასთან წვდომა არ ხერხდება როგორც დესკტოპ, ისე ტაბლეტ და მობილური მოწყობილობებიდან.

ვებსაიტების მონიტორინგის სისტემა downdetector.com-ის ცნობით, ამ დროისთვის ვიკიპედია გათიშულია პოლონეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში, შეფერხებით მუშაობს საქართველოშიც.

გათიშვის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია; კომენტარი არ გაუკეთებია ვიკიპედიის მფლობელს, არაკომერციულ ორგანიზაცია „ფონდ ვიკიმედიას“.

ბოლოს ამ მასშტაბის შეფერხება ვიკიპედიაში 2017 წლის სექტემბერში დაფიქსირდა.

ონლაინ-ენციკლოპედია მთელ მსოფლიოში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს.

ამჟამად ვიკიპედიას აქვს განყოფილება 300-მდე სხვადასხვა ენაზე, მათ შორის ქართულად.

დატოვე კომენტარი