მსოფლიოს ჩემპიონმა შესარჩევი მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა

18:35, 14.03.2019

საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა დაასახელა იმ მოთამაშეების სია, რომლებსაც ევრო 2020-ის შესარჩევი ტურნირის მატჩებისთვის გამოიძახებენ.

სია ასე გამოიყურება:

მეკარეები – ალფონს არეოლა (პსჟ), უგო ლორისი (ტოტენჰემი, ინგლისი), სტივ მანდანდა (მარსელი);

მცველები – ლუკა დინი (ევერტონი, ინგლისი), პრესნელ კიმპემბე (პსჟ), ლეივენ კურზავა (პსჟ), ბენჟამენ პავარი (შტუტგარტი, გერმანია), ჯიბრილ სიდიბე (მონაკო), რაფაელ ვარანი (რეალი, ესპანეთი), სამუელ უმტიტი (ბარსელონა, ესპანეთი), კურტ ზუმა (ევერტონი, ინგლისი);

ნახევარმცველები – ნ’გოლო კანტე (ჩელსი, ინგლისი), ბლეზ მატუიდი (იუვენტუსი, იტალია), ტანგი ნდომბელე (ლიონი), პოლ პოგბა (მანჩესტერ იუნაიტედი, ინგლისი), მუსა სისოკო (ტოტენჰემი, ინგლისი);

ფორვარდები – კინგსლი კომანი (ბაიერნი, გერმანია), ნაბილ ფეკირი (ლიონი), ოლივიე ჟირუ (ჩელსი, ინგლისი), ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო, ესპანეთი), ანტონი მარსიალი (მანჩესტერ იუნაიტედი, ინგლისი), კილიან მბაპე (პსჟ), ფლორიან ტოვენი (მარსელი).

საფრანგეთის ნაკრები 22 და 25 მარტს, მოლდოვასა და ისლანდიის ნაკრებებთან ითამაშებს.

მსგავსი