მსოფლიოს ჩემპიონი ისლანდიასთან წაგებას გადაურჩა [ვიდეო]

მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა – საფრანგეთის ნაკრებმა, ქალაქ გინგამში ისლანდია მიიღო და მარცხთან ახლოს იყო.

სტუმრები ბირკირ ბიარნასონისა და კარი არნასონის გოლებით 86-ე წუთამდე იგებდნენ, მაგრამ დიდიე დეშამის გუნდმა მატჩი ავტოგოლითა და პენალტით გადაარჩინა. კილიან მბაპეს აქტიურობის შემდეგ, საკუთარ კარში გოლი – ჰოლმარ ერნ ეიოლფსონმა გაიტანა, 90-ე წუზე კი პენალტით მბაპემ გათანაბრა – 2:2.
აღსანიშნავია, რომ მბაპემ მოთელვისას ტრავმა მიიღო და ძირითად შემადგენლობაში ვერ მოხვდა – ის მოედანზე 59-ე წუთზე შევიდა.

საფრანგეთმა ასეთი შემადგენლობით ითამაშა:
ლორისი, ვარანი (ზუმა, 46), დინი, კიმპემბე, პავარი, ნ`ზონზი, პოგბა (ნდომბელე, 67), გრიზმანი (ლემარი, 59), ჟირუ, ტოვენი (მბაპე, 59), დემბელე (პაიეტი, 67).

დატოვე კომენტარი