მსოფლიოს ჩემპიონი და ინგლისური ფეხბურთის ლეგენდა კორონავირუსით გარდაიცვალა
მსოფლიოს ჩემპიონი და ინგლისური ფეხბურთის ლეგენდა კორონავირუსით გარდაიცვალა

„ლიდსისა“ და ინგლისის ნაკრების ლეგენდარული ფეხბურთელი ნორმან ჰანტერი იორკშირის ერთ-ერთ საავადმყოფოში გარდაიცვალა, – იუწყება „ლიდსის“ ოფიციალური ვებგვერდი.

76 წლის ჰანტერის გარდაცვალების მიზეზად კოვიდ-19 სახელდება. გასულ კვირას ვეტერანი ფეხბურთელი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.

ნორმან ჰანტერმა ინგლისის ჩემპიონობა ორჯერ იზეიმა, აღებული აქვს ინგლისის თასი და ინგლისის სუპერთასი. ლეგენდარული ფეხბურთელის მთავარ მიღწევად კი, რა თქმა უნდა, 1966 წელს ინგლისის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატის მოგება მიიჩნევა.