„ლიდსის“ სტადიონის სამხრეთ ტრიბუნას ნორმან ჰანტერის სახელი მიენიჭება
„ლიდსის“ სტადიონის სამხრეთ ტრიბუნას ნორმან ჰანტერის სახელი მიენიჭება

„ელანდ როუდის“ სტადიონის სამხრეთ ტრიბუნას ნორმან ჰანტერს სახელი დაერქმევა, – ვკითხულობთ „ლიდსის“ ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე.

„ლიდსისა“ და ინგლისის ნაკრების ფეხბურთელი 76 წლის ასაკში კორონავირუსით გარდაიცვალა.

ნორმან ჰანტერმა ინგლისის ჩემპიონობა ორჯერ იზეიმა, აღებული აქვს ინგლისის თასი და ინგლისის სუპერთასი. ლეგენდარული ფეხბურთელის მთავარ მიღწევად კი, რა თქმა უნდა, 1966 წელს ინგლისის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატის მოგება მიიჩნევა.