მსოფლიოს 1966 წლის ჩემპიონს კორონავირუსი დაუდგინდა

19:09, 10.04.2020

ლიდს იუნაიტედის“ ლეგენდა, მსოფლიოს 1966 წლის ჩემპიონი ინგლისის ნაკრების შემადგენლობაში ნორმან ჰანტერი კორონავირუსის დიაგნოზით საავადმყოფოში მოათავსეს. ამის შესახებ ინფორმაცია „ლიდსის“ ოფიციალურ გვერდზე გაჩნდა:

„ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ „ლიდსისა“ და ინგლისის ნაკრების ლეგენდა ნორმან ჰანტერი ​კორონავირუსის დადებითი ტესტის შემდეგ საავადმყოფოში მკურნალობს. ის აგრძელებს ბრძოლას.“

ცენტრალურმა მცველმა „ლიდსში“ 500 მატჩზე მეტი ჩაატარა. ამ გუნდის რიგებში ის 1972 წელს ინგლისის თასის მფლობელი გახდა. 1974 წელს ისტორიაში შევიდა – პირველი ფეხბურთელი გახდა, ვინც ინგლისის საუკეთესო მოთამაშედ თავად კოლეგებმა აღიარეს. იყო მსოფლიოს 1966 წლის ჩემპიონი და ევრო-1968-ის ბრინჯაოს პრიზიორი. ჰანტერმა ინგლისის ნაკრებში 28 მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა.

მსგავსი