მსოფლიო რაგბი ავსტრალიას 196 მილიონით დაეხმარება
მსოფლიო რაგბი ავსტრალიას 196 მილიონით დაეხმარება

ავსტრალიის რაგბის კავშირსა და მსოფლიოს რაგბის ორგანიზაციას შორის ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ინფორმაციას უცხოური მედია საშუალებები ავრცელებენ. მთავარი საკითხი მსოფლიოში კორონავირუსის გამო შექმნილი კრიზისული პერიოდის უმტკივნეულოდ გადალახვაა. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით პრესასთან კომენტარი ავსტრალიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა წევრმა, მსოფლიოს ჩემპიონმა, ლეგენდარულმა ტიმ ჰორანმაც გააკეთა.

ვეტრანი მორაგბის თქმით ქვეყნის რაგბის კავშირმა მსოფლიო რაგბს უკვე მიმართა თხოვნით რომ უმაღლესმა სარაგბო ორგანომ ავსტრალიის რაგბის კავშირს ფინანსური დახმარება გაუწიოს.

„ჩემი წყაროს ინფორმაციით საუბარია 196 მილიონ ამერიკულ დოლარზე, რომელსაც ასვტრალიური მხარე მსოფლიო რაგბისგან ითხოვს და აღნიშნულ თანხას 4 წლის ვადაში დაუბრუნებს“.

ავსტრალიის რაგბის კავშირმა აღნიშნული ინფორმაცია არ დაადასტურა, თუმცა ფედერაციის ხელმძღვანელებმა ფინანსურ კრიზისზე ისაუბრეს, რომელიც მსოფლიოში არსებულ პანდემიას უკავშირდება.

ავსტრალიური რაგბის მესვეურებმა ქვეყნის 195 პროფესიონალ მორაგბეს ანაზღაურების 50-60 პროცენტით შემცირება შესთავაზეს, თუმცა ჯერჯერობით ეს მოლაპარაკება წარმატებით ვერ დასრულდა. ავსტრალიის რაგბის კავშირის ხელმძღვანელების განცხადებით იმ შემთხვევაში თუ არსებული ვითარება არ შეიცვალა შესაძლოა ქვეყანაში 2020 წელს სარაგბო მატჩები საერთოდ არ ჩატარდეს.