მსოფლიო ლიდერები გამოდიან ინიციატივით, ჯანდაცვის სფეროში საგანგებო მდგომარეობებისთვის მზადყოფნის შესახებ შეთანხმება შემუშავდეს
მსოფლიო ლიდერები გამოდიან ინიციატივით, ჯანდაცვის სფეროში საგანგებო მდგომარეობებისთვის მზადყოფნის შესახებ შეთანხმება შემუშავდეს

23 ქვეყნის ლიდერები და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გამოდიან ინიციატივით, შემუშავდეს საერთაშორისო შეთანხმება მომავალში ჯანდაცვის სფეროში კორონავირუსის პანდემიის მსგავსი საგანგებო მდგომარეობებისთვის მზადყოფნის შესახებ.

შეთანხმებამ უნდა უზრუნველყოს ვაქცინებზე, მედიკამენტებზე, დიაგნოსტიკაზე უნივერსალური და თანაბარი წვდომა. აღნიშნული ინიციატივით, გასული წლის ნოემბერში დიდი ოცეულის სამიტზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი გამოვიდა. იდეას ახლა მხარი დაუჭირეს გერმანიის, საფრანგეთის, ნიდერლანდების, საბერძნეთის, პორტუგალიის, ესპანეთის, რუმინეთის, ნორვეგიის, დიდი ბრიტანეთის, სერბეთის, ალბანეთის, უკრაინის, სამხრეთ კორეის, ინდონეზიის, სამხრეთ აფრიკის, კენიის, რუანდის, ტუნისის, სენეგალის, ფიჯის, ჩილეს, კოსტა-რიკის, ტრინიდადისა და ტობაგოს ლიდერებმა, ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელობამ.

„იქნება სხვა პანდემიებისა და ჯანდაცვის სფეროში სერიოზული საგანგებო სიტუაციები. ვერც ერთი მთავრობა ან მრავალმხრივი სააგენტო ვერ გაუმკლავდება ამ საფრთხეს დამოუკიდებლად. ჩვენ გვჯერა, რომ ერებმა უნდა იმუშაონ ერთად პანდემიისთვის მზადყოფნისა და მასზე რეაგირების ახალი საერთაშორისო შეთანხმების შესამუშავებლად“, – ლიდერების ერთობლივ განცხადებაში.