მსოფლიო ფეხბურთში პირველად - მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია დისტანციურად [ვიდეო]
მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში პირველად, მატჩის შემდგომი პრესკონფერენცია დისტანციურად გაიმართა. ეს ბელარუსში, ბრესტის „დინამოსა“ და სოლიგორსკის „შახტიორის“ მატჩის შემდეგ მოხდა.
მართალია, ბელარუსში საფეხბურთო ჩემპიონატი გრძელდება, თუმცა კორონავირუსის საფრთხეს გრძნობენ და უსაფრთხოების ნორმების დაცვა ამგვარად გადაწყვიტეს.
ბოლო დროს, ვიდეოკონფერენციები ლამის ყოველდღიურ ნორმად გადაიქცა. ასე მაგალითად, უეფამ თავის 55 წევრ ასოციაციასთან სამი ვიდეოკონფერენცია გამართა. მაგრამ მატჩის შემდგომი პრესკონფერენცია ასეთი ფორმატით პირველად შედგა.
ისტორიული პრესკონფორენცია „ზუმის“ საშუალებით მიმდინარეობდა, ტექნიკურ მხარეს მატჩის მასპინძელი ბრესტის „დინამოს“ პრეს-სამსახური და გამოცემა „ტრიბუნა“ უზრუნველყოფდნენ.