მსოფლიო დატბორვის წინაშე – მეცნიერთა განცხადებით, ანტარქტიკის მყინვარული საფარის კოლაფსი გარდაუვალია
Luftaufnahme der Schelfeiskante im Weddellmeer. Polarsternexpedition ANT-XXIX/6; 8. Juni - 12. August 2013; Kapstadt-Punta Arenas Ziel der Expedition: Ein interdisziplinäres Forschungsprogramm in Atmosphäre, Meereis, Ozean und Ökosystem im antarktischen Winter, um die physikalischen und biogeochemischen Eigenschaften und Prozesse während der Wachstumsphase des Meereises besser zu verstehen. Fahrt war die erste antarktische Winterexpedition seit dem Jahr 2006. (Kurs wie im Winterexperiment 1992) English Aerial photo of the ice shelf's edge, Weddell Sea. Polarsternexpedition ANT-XXIX/6; 8. June - 12. August 2013; Cape Town -Punta Arenas (Chile); The aim of the cruise is to carry out an interdisciplinary research programm on atmosphere, sea ice, ocean, and ecosystem during winter to obtain an understanding of physical and biogeochemical properties and processes during the sea ice growth season. It was the first Antarctic winter expedition since the year 2006.
მეცნიერთა განცხადებით, ეს წარსულში ერთხელ უკვე მოხდა და მომავალშიც მოხდება.
ათობით ათასი წლის წინ, ანტარქტიკაში გიგანტური მყინვარული საფარი გადნა, რასაც ზღვის დონის 9 მეტრით მომატება მოჰყვა. ბევრგან დაიტბორა ხმელეთი. მეცნიერთა აზრით, ეს პროცესი შესაძლოა, კვლავ განმეორდეს, რადგან ადამიანთა საქმიანობის შედეგად, მიმდინარეობს გლობალური დათბობა, რასაც თან ახლავს ტემპერატურის მატება.
ასეთი კოლაფსი კვლავ გამოიწვევს ზღვის დონის დრამატულად მომატებას, რასაც გლობალური დატბორვა მოჰყვება.
მკვლევართა ჯგუფი, რომელსაც ორეგონის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოლოგი ანდრეს კარლსონი ხელმძღვანელობდა, აღნიშნავს, რომ ანტარქტიკის მყინვარული საფარი დაახლოებით 125 000 წლის წინ გაუჩინარდა, ზუსტად იგივე კლიმატურ პირობებში, როგორიც დღეს არის.
ბოსტონის კოლეჯის პალეოკლიმატოლოგ ჯერემი შაკუნის განცხადებით, თუკი შემდგომმა კვლევამ წინა კვლევის შედეგები დაადასტურა, დასავლეთ ანტარქტიკის მყინვარულ საფარს დიდი დრო ნამდვილად აღარ ექნება დარჩენილი. მისი აზრით, გასული ორი ათწლეულის განმავლობაში დიდი ოდენობით დაკარგული ყინულის მასა ერთგვარი პროცესის დასაწყისზე მიუთითებს.
მას შემდეგ, რაც უძველესი მყინვარული საფარის გადნობა დაიწყო, სიტუაცია უკვე კონტროლიდან გავიდა. გლობალური ოკეანის დონემ შეიძლება საკმაოდ სწრაფად — საუკუნეში 2,5 მეტრით აიწიოს.
კვლევის ფარგლებში, კარლსონის ჯგუფმა შეისწავლა ანტარქტიდის სანაპიროზე, ზღვიდან აღებული დანალექების კერნის რამდენიმე ნიმუში. კერნი არის ქანებიდან ამოჭრილი ცილინდრი, რომელიც ფასდაუდებელ ცნობებს გვაწვდის დედამიწის კლიმატში წარსულში მომხდარი ცვლილებების შესახებ.
125 000 წლის წინ მომხდარი კლიმატის ცვლილება ცხადია, ბუნებრივი იყო და არა ადამიანის მიერ გამოწვეული, როგორც ეს დღეს ხდება.
მეცნიერთა ვარაუდით, დედამიწის ორბიტასა და ღერძის დახრილობაში მომხდარმა ოდნავმა ცვლილებამ მაშინ ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ტემპერატურის მატება გამოიწვია, რასაც მთელ მსოფლიოში კლიმატის ცვლილება მოჰყვა.
მსგავსი პროცესი, ოღონდ ამჯერად უკვე სხვა მიზეზით, ახლაც მიმდინარეობს. რამდენიმე თვის წინ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, გასული 25 წლის განმავლობაში, გლობალური დათბობის შედეგად ანტარქტიკაში გადნა 3 ტრილიონი ტონა ყინული, დანაკარგების ოდენობა გასამმაგდა.
ამ ყველაფრის შედეგად, მსოფლიო ოკეანეს შეემატა 2 კვადრილიონ გალონზე მეტი წყალი. ანტარქტიკის დნობადი მყინვარული საფარი ერთ-ერთი მთავარი კონტრიბუტორია ზღვის დონის მატებაში. წყლის ეს ოდენობა საკმარისია მილიარდზე მეტი საცურაო აუზის ასავსებად და ტეხასის შტატის დასაფარად 3,9 მ სიღრმის წყლით.
მეცნიერთა განცხადებით, ანტარქტიკაში ყინულების დნობა პასუხისმგებელია გლობალური ოკეანის დონის მატების ერთ-მესამედზე.
მომზადებულია USA Today-ს მიხედვით.