მსოფლიო ჩემპიონი ჯიმი გრივზი 81 წლის ასაკში გარდაიცვალა #1TVSPORT
მსოფლიო ჩემპიონი ჯიმი გრივზი 81 წლის ასაკში გარდაიცვალა #1TVSPORT

ინგლისის ნაკრებისა და „ტოტენჰემის“ ლეგენდარული თავდამსხმელი ჯიმი გრივზი 81 წლის ასაკში გარდაიცვალა, – იუწყება Sky Sports.

გრივზი „ტოტენჰემის“ ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია, რომელმაც 379 მატჩში 267 გოლი გაიტანა. მოპოვებული აქვს თასების მფლობელთა თასი, ინგლისის თასი და სუპერთასი.

ინგლისის ნაკრების შემადგენლობაში გრივზმა 57 მატჩი ჩაატარა და 44 გოლის ავტორი გახდა. მან 1966 წელს ინგლისის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონობა იზეიმა.

„ტოტენჰემის“ გარდა გრივზი იცავდა ისეთი კლუბების ღირსებას როგორებიც „მილანი“, „ვესტ ჰემი“ და „ჩელსი“ არიან.

დატოვე კომენტარი