ინგლისის ნაკრებისა და „ტოტენჰემის“ ლეგენდარული თავდამსხმელი ჯიმი გრივზი 81 წლის ასაკში გარდაიცვალა, – იუწყება Sky Sports.
გრივზი „ტოტენჰემის“ ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია, რომელმაც 379 მატჩში 267 გოლი გაიტანა. მოპოვებული აქვს თასების მფლობელთა თასი, ინგლისის თასი და სუპერთასი.
ინგლისის ნაკრების შემადგენლობაში გრივზმა 57 მატჩი ჩაატარა და 44 გოლის ავტორი გახდა. მან 1966 წელს ინგლისის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონობა იზეიმა.
„ტოტენჰემის“ გარდა გრივზი იცავდა ისეთი კლუბების ღირსებას როგორებიც „მილანი“, „ვესტ ჰემი“ და „ჩელსი“ არიან.