მსოფლიო ჩემპიონატის წინ არგენტინის ნაკრებს ლეონარდო ბალერდი გამოაკლდა #1TVSPORT
არგენტინის ფეხბურთის ფედერაციამ დაადასტურა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, მცველმა ლეონარდო ბალერდიმ მარჯვენა ფეხის კუნთი დაიზიანა. ტრავმის გამო ფეხბურთელი მსოფლიო ჩემპიონატის საბოლოო განაცხადს მიღმა დარჩა.
„მარსელის“ ცენტრალურმა მცველმა ტრავმა ვარჯიშის დროს მიიღო და რეაბილიტაციას რამდენიმე კვირა დასჭირდება.
ბალერდის ტრავმის შემდეგ არგენტინის ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა შემცვლელის ძებნა დაიწყო. მედიაში „ბორნმუთის“ ფეხბურთელის, მარკოს სენესის კანდიდატურა სახელდება.
არგენტინის ეროვნული გუნდი მსოფლიო ჩემპიონატზე პირველ მატჩს 17 ივნისს ალჟირთან ჩაატარებს.