მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იოჰან მანზამბი კოლუმბიასთან მატჩს გამოტოვებს #1TVSPORT
მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალური ეტაპის შეხვედრის წინ შვეიცარიის ეროვნულ ნაკრებს მიმდინარე მუნდიალის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი – იოჰან მანზამბი გამოაკლდა.
გავრცელებული ცნობით, „ფრაიბურგის“ 20 წლის ფეხბურთელმა დაზიანება გუნდის ერთ-ერთი ბოლო ვარჯიშის დროს მიიღო და მისი მონაწილეობა მოახლოებულ შეხვედრაში შეუძლებელია.
ასევე ცნობილი ხდება, რომ ტრავმა სერიოზული არ არის და შვეიცარიის ნაკრების მომდევნო ეტაპზე გასვლის შემთხვევაში მანზამბი მოედანზე დაბრუნებას მოახერხებს.
შვეიცარიის ნაკრები ტურნირის მერვედფინალურ სტადიაზე კოლუმბიას შეხვდება, ხოლო მეოთხედფინალში – არგენტინასა და ეგვიპტეს შორის გამარჯვებულს.
2026 წლის მუნდიალზე მანზამბიმ სამი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.