მსოფლიო ჩემპიონატის დროს აშშ-ში შესვლა პრობლემური იქნება #1TVSPORT

06:11, 04.10.2025
TOPSHOT - Argentina's captain and forward Lionel Messi holds the FIFA World Cup Trophy upon arrival at Ezeiza International Airport after winning the Qatar 2022 World Cup tournament in Ezeiza, Buenos Aires province, Argentina on December 20, 2022. (Photo by Luis ROBAYO / AFP) (Photo by LUIS ROBAYO/AFP via Getty Images)

ამერიკის შეერთებულ შტატებში მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის მატჩებზე, შესაძლოა, ათასობით გულშემატკივარი ვერ გაემგზავროს დიდი ბრიტანეთიდან და ევროპიდან. ამის მიზეზია აშშ-ის განახლებული სასაზღვო პოლიტიკა და შემოწმებები სოციალურ ქსელებში, – წერს ბრიტანული გაზეთი The Sun.

ფანებს, შესაძლოა, აუკრძალონ ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე შესვლა სოციალურ ქსელებში ძველი კომენტარების ან უმნიშვნელო ნასამართლეობის გამო. ასეთ პირობებში მსოფლიო ჩემპიონატს მიიჩნევენ მაღალი რისკის ტურისტულ მოვლენად და არა შვებულებას.

მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატი ზაფხულში სამ ქვეყანაში – აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში გაიმართება.

მსგავსი