მსოფლიო ჩემპიონატი წყალბურთში | საქართველოს ნაკრებმა ფავორიტ უნგრეთთან ღირსეულად იბრძოლა - პლეი ოფში ხორვატიას შეხვდება [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე მესამე მატჩი გამართა. ეს იყო ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრა, რომელსაც უნდა გაერკვია, საქართველო პლეი ოფში ხორვატიას დაუპირისპირდებოდა თუ იაპონიას. საბოლოოდ ჩვენმა გუნდმა ფავორიტ უნგრეთთან გამარჯვება ვერ მოახერხა და პლეი ოფში ხორვატიას შეხვდება. საქართველო-ხორვატიას შორის გამარჯვებული კი მსოფლიო ჩემპიონატის 1/4 ფინალში ითამაშებს.

უნგრეთთან თამაში ბევრისთვის მოულოდნელად დაიწყო – ანგარიში ქართველთა ნატურალიზებულმა კალათბურთელმა ვაპენსკიმ გახსნა, მას თანაგუნდელებმაც მხარი აუბეს და ჩვენი გუნდი 3:1 დაწინაურდა. მასპინძლებმა პირველივე მეოთხედში მოახერხეს ანგარიშის გათანაბრება, მაგრამ მთავარი ის იყო, რომ კარგმა სტარტმა საქართველოს ნაკრებს თვითრწმენა შემატა და ბოლო წუთამდე ტოლ-სწორად ეთამაშა ჩემპიონატის მოგების ერთ-ერთ მთავარ პრეტენდენტს.

პირველ პერიოდში მეტად საინტერესო იყო სტატისტიკის ხილვა – გუნდებს თითქმის ყველა კომპონენტში თანაბარი მაჩვენებელი ჰქონდათ.

მატჩის მეორე ნახევარში დაცვაში კიდევ უფრო გაამკაცრეს თამაში უნგრელებმა, რაც სწრაფ კონტრშეტევებზე გადასვლის საშუალებას აძლევდა. მასპინძლებმა მეორე მეოთხედში სამბურთიანი უპირატესობა მოიპოვეს და იმის მიუხედავად, რომ საქართველოს ნაკრების წყალბურთელები დიდი სხვაობით დაწინაურების საშუალებას არ აძლევდნენ, უნგრელებმა მატჩი მაინც დამაჯერებლად მოიგეს – 18:14.


უნგრეთი – საქართველო 18:14


გოლები: 3:3, 7:3, 5:5, 4:3

საქართველო: რაზმაძე – ადეიშვილი, დადვანი, შუშიაშვილი, ბითაძე, იელაჩა, ჯახაია, სარიჩი, იმნაიშვილი, ვაპენსკი, ბარალდი, ვასიჩი.