მსოფლიო ჩემპიონატი 2026 | ტურნირის მეხუთე სათამაშო დღეს გამართული მეოთხე მატჩიც, ირანსა და ახალ ზელანდიას შორის ფრედ დასრულდა [ვიდეო] #1TVSPORT

მსოფლიო ჩემპიონატის მეხუთე სათამაშო დღე G ჯგუფის შეხვედრით დასრულდა – ირანმა და ახალმა ზელანდიამ ფრედ, 2:2 ითამაშეს.

აღსანიშნავია, რომ ამ დღეს ყველა, ოთხივე მატჩი თანაბარი ანგარიშით დასრულდა. თამაშში ანგარიში ჯასტმა გახსნა და მე-7 წუთზე ახალი ზელანდია დააწინაურა. ირანმა წონასწორობა 32-ე წუთზე რაზაეიანის გოლით აღადგინა.

მეორე ტაიმში ჯასტმა კიდევ ერთხელ დააწინაურა ახალიზელანდიელები, ამჯერად 54-ე წუთზე, ხოლო საბოლოო ანგარიში მოჰემბიმ 64-ე წუთზე დააფიქსირა.

აღსანიშნავია, რომ მატჩი კალიფორნიაში ჩატარდა. ირანის ნაკრები აშშ-ში მექსიკიდან უშუალოდ მატჩისთვის ჩავიდა და ქვეყანა მისი დასრულებისთანავე დატოვა.

G ჯგუფში, პირველი ტურის შემდეგ, ყველა გუნდს ერთი ქულა აქვს.

მსოფლიო ჩემპიონატი 2026, G ჯგუფი | მეორე ტურის განრიგი:

21 ივნისი, 23:00 | ბელგია – ირანი (ინგლევუდი, კალიფორნია)

22 ივნისი, 05:00 | ახალი ზელანდია – ეგვიპტე (ვანკუვერი)