მსოფლიო ჩემპიონატი 2026 | პლეიოფში ნიდერლანდები მაროკოს დაუპირისპირდება, იაპონია – ბრაზილიას [ვიდეო] #1TVSPORT
F ჯგუფში ლოგიკური შედეგებით დასრულდა მესამე ტურის მატჩები. ნიდერლანდებმა ტუნისი დაამარცხა – 3:1, ხოლო შვედეთისა და იაპონიის შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.
საყაიმო ანგარიში ორივე გუნდს აძლევდა ხელს, რადგან მათ აქტივში თითო ქულა ჩაიწერეს. იაპონიას ჯამში 5 ქულა მოუგროვდა და მეორე ადგილზე გავიდა, ხოლო შვედეთმა ჯგუფური ეტაპი 4 ქულით მესამე ადგილზე დაასრულა. 4-ქულიანი მესამეადგილოსანი კი პლეიოფში გარანტირებულად გადის.
ცნობილია ისიც, რომ მეთექვსმეტედფინალში ნიდერლანდები მაროკოს დაუპირისპირდება, ხოლო იაპონია – ბრაზილიას.
F ჯგუფი