მსოფლიო ჩემპიონატი 2026 | ესპანეთი და კაბო ვერდე პლეიოფში გავიდნენ, ურუგვაი მუნდიალს გამოეთიშა [ვიდეო] #1TVSPORT
H ჯგუფში, მესამე ტურის ცენტრალურ მატჩში, ესპანეთის ნაკრებმა ურუგვაი მინიმალური ანგარიშით, 1:0 დაამარცხა და პლეიოფში პირველი ადგილით გავიდა, თან ისე, რომ ჯგუფურ ეტაპზე საკუთარ კარში ბურთი არ გაუშვია.
42-ე წუთზე ალექს ბაენას დარტყმული ურუგვაელთა ვეტერანმა მეკარემ ფერნანდო მუსლერამ ხელში ვერ შეიმაგრა და ესპანელებმა ანგარიში გახსნეს. მეორე ტაიმში ურუგვაი დიდი ძალებით ცდილობდა თამაშის გადარჩენას, მაგრამ გოლის გატანა ვერ შეძლო და მუნდიალს გამოეთიშა.
ამავე ჯგუფის პარალელურ შეხვედრაში კაბო ვერდემ საუდის არაბეთთან ფრედ, 0:0 ითამაშა, მეორე ადგილზე გავიდა და 1/16-ფინალში მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს, არგენტინის ნაკრებს 4 ივლისს, 02:00 საათზე დაუპირისპირდება.
H ჯგუფი