ლიონელ მესი იორდანიასთან სასტარტო შემადგენლობაში არ იქნება #1TVSPORT

20:52, 26.06.2026

არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლიონელ სკალონი შემადგენლობის როტაციას აპირებს ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში, რომელშიც მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი იორდანიას შეხვდება.

კერძოდ, სკალონი აპირებს დასვენების საშუალება მისცეს ლიონელ მესის. 39 წლის ფორვარდი, რომელმაც პირველ ორ ტურში ხუთი გოლი გაიტანა, იორდანიასთან მატჩს სათადარიგოთა სკამიდან დაიწყებს.

სასტარტო შემადგენლობაში შეტევით ხაზს ლაუტარო მარტინესი და ხულიან ალვარესი შეადგენენ.

იორდანიისა და არგენტინის მატჩი 28 ივნისს, თბილისის დროით 6 საათზე დაიწყება.

მსგავსი