მსოფლიო ჩემპიონატი 2026 | ეგვიპტის ნაკრები მუნდიალის პლეიოფში ისტორიაში პირველად გავიდა #1TVSPORT

09:02, 27.06.2026

მსოფლიო ჩემპიონატის G ჯგუფში მესამე ტურის მატჩები დასრულდა. ბელგიის ნაკრებმა 5:1 დაამარცხა ახალი ზელანდია, ხოლო ეგვიპტემ ირანთან 1:1 ითამაშა და მუნდიალის პლეიოფში ისტორიაში პირველად გავიდა.

ეგვიპტისა და ირანის მატჩი დრამატულად წარიმართა – აფრიკელები მე-5 წუთზე საბერმა დააწინაურა, ხოლო რეზაიანმა წონასწორობა მე-14 წუთზე აღადგინა. შეხვედრის ბოლოს, 90+3-ე წუთზე ირანელმა ხალიზადემ გოლი გაიტანა და პლეიოფში გასვლას ზეიმობდა, თუმცა თამაშგარე მდგომარეობის გამო ეს გოლი გაუქმდა.

რაც შეეხება ჯგუფის მეორე მატჩს – ახალი ზელანდიის კარში ბელგიელთა მხრიდან გოლები ტროსარმა (ორი), დე ბრუინმა, ლუკაკუმ და სალემაკერსმა გაიტანეს, მათ მხოლოდ ჯასტმა უპასუხა.

შედეგად, G ჯგუფიდან პირველი ადგილით პლეიოფში ბელგია გავიდა, ეგვიპტემ პლეიოფში ადგილი მეორე პოზიციის დაკავებით მოიპოვა, ხოლო ირანს 3 ქულა აქვს და სხვა მატჩების შედეგებს დაელოდება. ახალი ზელანდიისთვის მუნდიალი დასრულდა.

H ჯგუფი
ბშ
  • 1
    ბელგია ბელგია
    3
    1
    2
    0
    4
    5
  • 2
    ეგვიპტე ეგვიპტე
    3
    1
    2
    0
    2
    5
  • 3
    ირანი ირანი
    3
    0
    3
    0
    0
    3
  • 4
    ახალი ზელანდია ახალი ზელანდია
    3
    0
    1
    2
    -6
    1

მსგავსი