„დინამომ“ კვიპროსის ნაკრების ყოფილი მცველი დაიმატა #1TVSPORT

21:45, 26.06.2026

კონფერენსლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპამდე „დინამო თბილისმა“ კიდევ ერთი ახალწვეულ წარადგინა – გუნდს კვიპროსელი მცველი პარის ფსალტისი შეუერთდა.

თბილისურმა გუნდმა 29 წლის ფეხბურთელთან კონტრაქტი 2027 წლის ბოლომდე გააფორმა.

პარის ფსალტისი სხვადასხვა დროს არადიპუსერმისს“, ნიქოზიას „ოლიმპიაკოსის“, „ომონიას“ და „ეთნიკოსის“ ღირსებას იცავდა. უთამაშია კვიპროსის ახალგაზრდულ და ეროვნულ ნაკრებში (2021 წლიდან 8 მატჩი).

„დინამომ“ კვიპროსიდან დამატებული მოთამაშე ერთი დღით ადრეც წარადგინა – გვინეის ნაკრების ფორვარდი ალგასიმ ბა. 23 წლის ფეხბურთელი, რომელსაც უთამაშია პირეოსის „ოლიმპიაკოსში“, ნიქოზიისაპოელში“ და „კრასავაში“.

ამავე დროს, ცნობილი გახდა, რომ გუნდი ორ ლეგიონერს შეელია – განელ და კოტ-დივუარელ ნახევარმცველებს, ნანა კოფი დონკორისა და აბდულაი იოროსთან საიჯარო ხელშეკრულება დასრულდა და თავიანთ კლუბებს დაუბრუნდებიან.

მსგავსი