ოთხი ქართული გუნდი სუპერთასის ბრძოლას იწყებს #1TVSPORT
თბილისსა და გორში 27 ივნისს სლავა მეტრეველის სახელობის საქართველოს სუპერთასის 2026 წლის გათამაშების ნახევარფინალური მატჩები გაიმართება.
ოთხთა ტურნირზე საქართველოს სახელით ევროსარბიელზე გასული ოთხი გუნდი მონაწილეობს: მოქმედი ჩემპიონი „იბერია“, ვიცე-ჩემპიონი და დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელი გორის „დილა“ და ეროვნული ლიგის 2025 წლის სეზონში მესამე და მეოთხე ადგილზე გასული ქუთაისის „ტორპედო“ და „დინამო თბილისი“.
ნახევარფინალში „იბერია“ „დინამო თბილისს“, ხოლო გორის „დილა“ – ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლებს. ნახევარფინალში გამარჯვებულები ერთმანეთს ფინალში დაუპირისპირდებიან, ხოლო დამარცხებულები მესამე ადგილისთვის იბრძოლებენ.
„იბერია“ – „დინამო თბილისი“
19:00. „მიხეილ მესხი არენა“
„დილა“ – „ტორპედო“
21:00. „თენგიზ ბურჯანაძე არენა“
სუპერთასი პირველად 1996 წელს გაზეთ „რეზონანსის“ ორგანიზებით გათამაშდა. ჯილდოს მფლობელი 1998 წლამდე ირკვეოდა, მერე კი იყო დიდი პაუზა და 2005 წლის შემოდგომაზე, საქართველოს პროფესიული ფეხბურთის ლიგის ხელმძღვანელთა (დიმიტრი რამიშვილი, პაატა ბურჯალიანი) ინიციატივით აღდგა.