მსოფლიო ბანკის მმართველი დირექტორი – ლაშა ხუციშვილთან შეხვედრაზე განვიხილეთ ენერგეტიკის სექტორში დივერსიფიკაციისა და რეგიონული დაკავშირებადობის საკითხები
მსოფლიო ბანკის მმართველი დირექტორი აქსელ ვან ტროტსენბურგი ფინანსთა მინისტრთან შეხვედრას ეხმაურება.
როგორც მსოფლიო ბანკის მმართველი დირექტორი სოციალურ ქსელში წერს, ლაშა ხუციშვილთან ძალიან კარგი შეხვედრა შედგა
„განვიხილეთ ენერგეტიკის სექტორში დივერსიფიკაციისა და რეგიონული დაკავშირებადობის საკითხები, ტრანსფორმაციული პროექტები და მსოფლიო ბანკის ჯგუფის (WBG) საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (IDA) წევრ სახელმწიფოებთან საქართველოს გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა. მადლობა საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (IDA) ლიდერობისთვის“, – წერს მსოფლიო ბანკის მმართველი დირექტორი.