„მშვიდობა ომზე მეტია“ - რუსული ოკუპაცია გორშიც გააპროტესტეს
„მშვიდობა ომზე მეტია“ - რუსული ოკუპაცია გორშიც გააპროტესტეს

„მშვიდობა ომზე მეტია“ – ამ სახელწოდებით სოლიდარობის აქცია გაიმართა გორშიც. გორის უნივერსიტეტის სკვერთან მისულმა ადამიანებმა რუსულ ოკუპაცია გააპროტესტეს და არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს სოლიდარობა გამოუცხადეს.

დღესვე, გორის უნივერსიტეტში გახსნილ ოკუპაციის მუზეუმში 2008 წლის მოვლენები გაიხსენეს და ომის ამსახველი დოკუმენტური ფილმი უჩვენეს.

სოლიდარობის აქციას შეუერთდნენ გიორგი ერისთავის თეატრის მსახიობებიც. აქციის მონაწილეებმა რუსული ოკუპაცია გააპროტესტეს და საოკუპაციო რეჟიმისგან არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემა მოითხოვეს.

„არა ოკუპაციას, მშვიდობა ომზე მეტია“, – ამ სლოგანებით მდუმარე აქცია გაიმართა ქუთაისშიც, ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის წინ.

ოკუპაციის წინააღმდეგ აქციას ფოთის თეატრიც შეუერთდა.

შეგახსენებთ, თბილისში, თავისუფლების მოედანზე აქცია „მშვიდობა ომზე მეტია“ იმართება. აქცია ახალგაზრდების ჯგუფის ორგანიზებით სოციალურ ქსელში დაიგეგმა.