„არა ოკუპაციას, მშვიდობა ომზე მეტია“ - აქციას ქუთაისშიც შეუერთდნენ
„არა ოკუპაციას, მშვიდობა ომზე მეტია“ - აქციას ქუთაისშიც შეუერთდნენ

„არა ოკუპაციას, მშვიდობა ომზე მეტია“, – ამ სლოგანებით მდუმარე აქცია გაიმართა ქუთაისში, ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის წინ.

აქციაზე თეატრის მსახიობები და მოქალაქეები შეიკრიბნენ. მათ სანთლებით და სახელმწიფო დროშებით ხელში კიდევ ერთხელ დაგმეს რუსული ოკუპაცია და თანაგრძნობა გამოუცხადეს დაღუპული არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს.

ოკუპაციის წინააღმდეგ აქციას ფოთის თეატრიც შეუერთდა.

შეგახსენებთ, თბილისში, თავისუფლების მოედანზე აქცია „მშვიდობა ომზე მეტია“ იმართება. აქცია ახალგაზრდების ჯგუფის ორგანიზებით სოციალურ ქსელში დაიგეგმა.

აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ რუსეთის ოკუპაციას არ შეეგუებიან და მშვიდობიანი პროტესტი საქართველოს 12 ქალაქში ერთდროულად გააპროტესტებენ.