„მშვიდობა ომზე მეტია“ - თავისუფლების მოედანზე აქციისთვის ემზადებიან [ფოტო]
„მშვიდობა ომზე მეტია“ - თავისუფლების მოედანზე აქციისთვის ემზადებიან [ფოტო]

„მშვიდობა ომზე მეტია“ – ამ ლოზუნგით თავისუფლების მოედანზე აქცია გაიმართება.

აქციის მონაწილეები მოედანზე უკვე იკრიბებიან. მათ მოტანილი აქვთ ყვავილები და სანთლები.

აქცია ახალგაზრდების ჯგუფის ორგანიზებით სოციალურ ქსელში დაიგეგმა. აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ რუსეთის ოკუპაციას არ შეეგუებიან და მშვიდობიანი პროტესტი საქართველოს 12 ქალაქში ერთდროულად გააპროტესტებენ.

ორგანიზატორების თქმით, ისინი სოლიდარობას უცხადებენ ოკუპირებულ ცხინვალში დაღუპული არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს.

აქცია 18:30 საათზე დაიწყება.

ფოტო: მირიან მელაძე