მსახიობი ჯინა ლოლობრიჯიდა 95 წლის ასაკში გარდაიცვალა
მსახიობი ჯინა ლოლობრიჯიდა 95 წლის ასაკში გარდაიცვალა

95 წლის ასაკში იტალიელი მსახიობი ჯინა ლოლობრიჯიდა გარდაიცვალა. როგორც „როიტერს“ მისმა ადვოკატმა განუცხადა, მსახიობი რომის კლინიკაში გარდაიცვალა.

ჯინა ლოლობრიჯიდა 1950-იან წლებში იყო ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მსახიობი. მიღებული აქვს „ოქროს გლობუსის“ ჯილდო.

იტალიელმა მსახიობმა კინოკარიერა 18 წლის ასაკში დაიწყო, თუმცა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ფილმებში „პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი“ და „ფან ფან ტიტა“ შესრულებული როლებით, რის შემდეგაც ის უკვე ჰოლივუდში მიიწვიეს.

მან კინოკარიერა 1960-იან წლებში დაასრულა, საქმიანობა კი ფოტოგრაფიასა და პოლიტიკაში გააგრძელა.

ჯინა ლოლობრიჯიდას ხშირად მოიხსენიებდნენ, როგორც ყველაზე ლამაზ ქალს მსოფლიოში. 2018 წელს მსახიობს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს.