ჯინა ლოლობრიჯიდას ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს
ჯინა ლოლობრიჯიდას ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს

იტალიელ მსახიობს ჯინა ლოლობრიჯიდას ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს. ინფორმაციას ამის შესახებ dailymail ავრცელებს. ევროპული კინოს ვარსკვლავი, რომელიც 60-იან წლებში მსოფლიოს ულამაზეს ქალად აღიარეს, ცერემონიას პირადად ესწრებოდა.

ორგანიზატორებმა ცერემონია მსახიობის 90 წლის იუბილეს მიუძღვნეს.

იტალიელმა მსახიობმა კინოკარიერა 18 წლის ასაკში დაიწყო, თუმცა საერთაშორისო აღიარება მან „პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში“ და „ფან ფან ტიტაში“ შესრულებული როლებით დაიმსახურა, რის შემდეგაც ის უკვე ჰოლივუდში მიიწვიეს.