მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე, იუმორისტი ონისე ცხადაძე და მათთან ერთად დაკავებული კიდევ ცხრა პირი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

22:35, 05.03.2025

ნოემბრის აქციების დროს დაკავებული მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე, იუმორისტი ონისე ცხადაძე და მათთან ერთად დაკავებული კიდევ ცხრა პირი თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

დღევანდელ სხდომაზე აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის საკითხზე მსჯელობდნენ.

მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ბრალდების მხარე აღკვეთის ღონისძიებად კვლავ პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა.

არცერთი დაკავებული წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. მათ გამოძიება ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება.

სასამართლო სხდომა დღეს დილიდან მიმდინარეობდა. საქმეზე შემდეგი პროცესი 10 მარტს, 12:00 საათზე ჩაინიშნა.

მსგავსი