ნოემბრის აქციების დროს დაკავებული მსახობის ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძის და მათთან ერთად დაკავებული კიდევ ცხრა პირის სასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოში თითქმის რვა საათია მიმდინარეობს. პროცესზე დღეს აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის საკითხზე მსჯელობენ. არცერთი დაკავებული წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. მათ გამოძიება ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება.