ინგლისური პრესის ცნობით, „ბარსელონამ“ განაცხადი გააკეთა „ტოტენჰემის“ ფეხბურთელების, ტანგი ნდომბელესა და რაიან სესენიონის ტრანსფერებზე.
კატალონური კლუბის ხელმძღვანელობა მზად არის ფრანგისა და ინგლისელის ხელში ჩასაგდებად გარიგებაში ჩართოს ფილიპე კოუტინიო, ივან რაკიტიჩი, სამუელ უმტიტი ან ნელსონ სემედო. დიდი ალბათობით, ყველა ეს ფეხბურთელი ამ ზაფხულს დატოვებს „ბარსელონას“.
იტყობინებიან, რომ მიუხედავად ამგვარი წინადადებისა, ჯერჯერობით, ტრანსფერები ნაკლებად სავარაუდოა, რადგან „ტოტენჰემის“ ხელმძღვანელობა არ აპირებს ნდომბელეს გაყიდვას, მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ კი ვეტო დაადო სესენიონის ტრანსფერს.
ორივე მოთამაშე „ტოტენჰემში“ 2019 წლის ზაფხულში გადავიდა. ნდომბელეს სატრანსფერო თანხამ 55.5 მილიონი ფუნტი შეადგინა, სესენიონის – 25 მილიონი.