მოურინიო: თუ არ გავძლიერდით, სირთულეები გველის
მოურინიო: თუ არ გავძლიერდით, სირთულეები გველის

„მანჩესტერ იუნაიტედს“ წინ ურთულესი სეზონი ელის, თუ ხუთშაბათამდე გუნდის გაძლიერება ვერ მოახერხა.

ეს განცხადება გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ გუშინ, მიუნხენის „ბაიერნთან“ წაგებული (0-1) მატჩის შემდეგ გააკეთა.

„გუნდის ხელმძღვანელობამ მშვენივრად იცის, რაც მჭირდება და კიდევ რამდენიმე დღე გვაქვს იმისათვის, რომ ეს განვახორციელოთ. სატრანსფერო ფანჯარა ხუთშაბათს იხურება“, – განაცხადა მოურინიომ ბრიტანულ მედიასთან ინტერვიუში, – „სხვა გუნდები, რომლებიც ჩვენს წინააღმდეგ ითამაშებენ ახალ სეზონში, უკვე მოძლიერებულები არიან, „ლივერპული“ კი საერთოდ ყველას და ყველაფერს ყიდულობს. თუ ჩვენს გუნდს არ გავაძლიერებთ, ძალიან რთული სეზონი გვექნება“.

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ წელს სამი ფეხბურთელი დაიმატა – ბრაზილიელი თავდამსხმელი ფრედი (47 მილიონი ფუნტი), პორტუგალიელი მცველი დიოგო დალოტი და მეკარე ლი გრანტი.

პრემიერ ლიგის გახსნით მატჩში, 10 აგვისტოს, „წითელი ეშმაკები“ „ლესტერ სითის“ უმასპინძლებენ.