მოურინიო „რომასთან“ კონტრაქტს არ გააგრძელებს - პორტუგალიელს ტოპნაკრების გაწვრთნა სურს #1TVSPORT
მოურინიო „რომასთან“ კონტრაქტს არ გააგრძელებს - პორტუგალიელს ტოპნაკრების გაწვრთნა სურს #1TVSPORT

„რომას“ მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო არ გააგრძელებს დედაქალაქურ კლუბთან კონტრაქტს, რომელიც 2024 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

როგორც გამოცემა Todofichajes-ი წერს, პორტუგალიელი სპეციალისტი უპირატესობას ნაკრებში მუშაობას ანიჭებს. ის მზად არის, განიხილოს წინადადებები ტოპდონის ეროვნული გუნდებისგან, მათ შორის იტალიიდან, ინგლისიდან და ბრაზილიიდან.

60 წლის მოურინიო „რომაში“ 2021 წლიდან მუშაობს. ეს სეზონი გუნდმა წარუმატებლად დაიწყო – შვიდი ტურის შემდეგ მხოლოდ მე-13 ადგილზეა.