მოურინიო „რომასთან“ კონტრაქტს არ გააგრძელებს – პორტუგალიელს ტოპნაკრების გაწვრთნა სურს #1TVSPORT
ROME, ITALY - MAY 06: Jose Mourinho Head Coach of AS Roma looks on prior to the Serie A match between AS Roma and FC Internazionale at Stadio Olimpico on May 6, 2023 in Rome, Italy. (Photo by Matteo Ciambelli/DeFodi Images via Getty Images)
„რომას“ მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო არ გააგრძელებს დედაქალაქურ კლუბთან კონტრაქტს, რომელიც 2024 წლის ზაფხულამდეა ძალაში.
როგორც გამოცემა Todofichajes-ი წერს, პორტუგალიელი სპეციალისტი უპირატესობას ნაკრებში მუშაობას ანიჭებს. ის მზად არის, განიხილოს წინადადებები ტოპდონის ეროვნული გუნდებისგან, მათ შორის იტალიიდან, ინგლისიდან და ბრაზილიიდან.
60 წლის მოურინიო „რომაში“ 2021 წლიდან მუშაობს. ეს სეზონი გუნდმა წარუმატებლად დაიწყო – შვიდი ტურის შემდეგ მხოლოდ მე-13 ადგილზეა.