მოურინიო „მანჩესტერიდან“ წასვლით დაიმუქრა
მოურინიო „მანჩესტერიდან“ წასვლით დაიმუქრა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ კლუბის ხელმძღვანელობასთან შეხვედრა გამართა. პორტუგალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ “იუნაიტედს” გაძლიერება ესაჭიროება.

გაზეთი Mirror-ი აღნიშნავს, რომ მოურინიო დატოვებს ინგლისურ კლუბს იმ შემთხვევაში, თუ ხელმძღვანელობა მის პირობებს არ შეასრულებს.

ამ სიტუაციით სარგებლობას აპირებს „პარი სენ-ჟერმენი” და გეგმავს პორტუგალიელის ზაფხულში გადაბირებას.

უფრო ადრე იტყობინებოდნენ, რომ ფრანგული კლუბი ახალ მთავარ მწვრთნელს ეძებს და ამ პოსტზე ფავორიტად მიიჩნევა “ჩელსის” დამრიგებელი ანტონიო კონტე.

„მანჩესტერ იუნაიტედმა” ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ორი მატჩის ჯამში წააგო „სევილიასთან“ – 1:2.